სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

სოციალური თერაპიის სახლი

საქმიანობის შესახებ

„სოციალური თერაპიის სახლი“ უზრუნველყოფს ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ზრდასრული პირების მომსახურებას. მისი სოციალური მისიაა საქართველოში სოციალური თერაპიის დანერგვა და ინტელექტუალური
შეზღუდვის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

 

პროდუქცია/სერვისი

სოციალური საწარმო დღის ცენტრის მომსახურებას უწევს შშმ პირებს. დამატებით, ფუნქციონირებს 8 სხვადასხვა მიმართულების სახელოსნო. კერძოდ: ქაღალდის მეორადი გადამუშავება, სანთლების დამზადება,
ტექსტილზე და აქსესუარებზე ბეჭდვა, ლაზერული ჭრა და გრავირება, სტამბა და სადურგლო. შესაბამისად, საწარმო მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქციას. ჩამონათვალშია:

  • ხის დეკორატიული ზარდახშები
  • დეკუპაჟის ტექნიკით შესრულებული კედლის საათები
  • ხის აქსესუარები სამზარეულოსა და ინტერიერისთვის
  • ხელნაკეთი სანთლები
  • ტექსტილის ჩანთები
  • მეორადი გადამუშავების ქაღალდით დამზადებული მისალოცი ბარათები და წიგნაკები
  • თექისა და ტექსტილის თოჯინები და ა.შ

კორპორაციულ მომხმარებელს საწარმო სთავაზობს მათთვის სასურველი დიზაინის პროდუქციას.

 

სოციალური შედეგები

  • სოციალური საწარმოს მომსახურებით დღეისათვის 50 შმმ პირი სარგებლობს
  • სოციალური საწარმოს ბაზაზე მომზადებას გადიან მომავალი სპეციალისტები, რომლებიც იძენენ უნარებს, სოციალურ-თერაპიული მიგომიდან გამომდინარე წარმართონ ურთიერთობა და შრომითი პროცესები განვითარების შეზღუდვის მქონე პირებთან

 

საკონტაქტო ინფორმაცია

თამარ დვალიშვილი

infoapnsc@gmail.com

+995 577 400 753

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.