სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

შშმ პირთა დასაქმების კავშირის სოციალური საწარმო M.H.F Shoes

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმოს მისიას დასაქმებული შშმ პირების ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფა და ,ზოგადად, შშმ პირთათვის სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა წარმოადგენს.ასევე, საწარმო მიზნად ისახავს შშმ პირების კვალიფიკაციის ზრდის ხელშეწყობას, რათა გაიზარდოს მათი მისაწვდომობა შრომით ბაზარზე.

გარდა ფეხსაცმლის წარმოებისა, საწარმოში პერიოდულად ეწყობა შშმ პირთა პროფესიული გადამზადების კურსები ფეხსაცმლის წარმოების კუთხით, რაც დროდადრო გუნდის შემადგენლობის განახლების საშუალებაა. საწარმოს მიზანია გადამზადების კურსებში ჩართულ სხვა შშმ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაიჩინონ დამოუკიდებელი შემოსავალი, ფეხსაცმლის წარმოება-შეკეთების პროფესიის დაუფლების გზით. ასევე, საწარმო მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში და მცირე პროექტების ფარგლებში დამზადებულ პროდუქციას გადასცემს ომებითა თუ სტიქიებით დაზარალებულ პირებს.


პროდუქცია/სერვისი

საწარმოს ძირითად პროფილს ფეხსაცმლის წარმოება წარმოადგენს, თუმცა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა აქსესურის შექმნაზე, როგორიცაა : ჩანთები, საფულეები, სხვადასხვა სახის ბალიშების შალითები და სხვ. აღსანიშნავია, რომ მასალად,ძირითადად, გამოიყენება ნატურალური ტყავი. რაც შეეხება დიზაინს, თანამედროვე ტენდენციებისთვის ფეხის აწყობით, საწარმო ცდილობს მოიცვას ახალგაზრდების სეგმენტი, რომლებსაც შესთავაზებს ხელმისაწვდომ, ჯანმრთელ და მრავალფეროვან პროდუქციას.


საკონტაქტო ინფორმაცია

ვალოდია ასლამაზიშვილი
aslamazilado@gmail.com