სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

პოტერია

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო “პოტერია” 2018 წელს დაფუძნდა. საწარმოს დაფუძნების იდეა უკავშირდებოდა დამფუძნებელთა სურვილს, შეენარჩუნებინათ ქართული ტრადიციული რეწვის დარგის - თიხისა და კერამიკის დამუშავების ტექნიკა და პოპულარიზაცია გაეწიათ მისთვის. დამატებით, გუნდმა მიზნად დაისახა, ეზრუნა კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალებზე, რომელთა კერამიკის წარმოებაში ჩართულობასაც ორმაგი დადებითი შედეგი ექნებოდა - პროფესიული გადამზადება დასაქმება და არტ-თერაპიული ეფექტი, რაც თიხასთან საქმიანობას ახლავს თან. „პოტერიას” სოციალური მისიაა კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალების საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა ახალი პროფესიის ათვისებითა და შემოქმედებით სახელოსნოში დასაქმების მეშვეობით.

 

პროდუქცია/სერვისი

სოციალური საწარმო მომხმარებელს სთავაზობს ორი სახის პროდუქტს:

  • თეთრი თიხისგან დამზადებული, ე.წ უტილის, სხვადასხვა სახის პროდუქტი
  • თეთრი თიხისგან დამზადებული მზა სასუვენირო პროდუქტი დაბეჭდილი გამოსახულებით

გარდა პროდუქციისა, სოციალური საწარმო დაინტერესებულ პირებს
სთავაზობს თიხისა და კერამიკის კურსებს “გამოძერწე შენი ფანტაზია”

 

სოციალური შედეგები

  • სოციალურ საწარმოში დასაქმებულია ძალადობის მსხვერპლი და კანონთან კონფლიქტში მყოფი ორი ადამიანი
  • ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსს გადის ათი სხვადასხვა საჭიროების მქონე ქალი, ექვსი უკრაინიდან დევნილი პირი და ოთხი სხვადასხვა ფიზიკური შეზღუდვის მქონე ბავშვი
  • პროფესიული გადამზადების შემდგომ ეტაპზე, საწარმოს მოთხოვნების შესაბამისად, ადგილზე საქმდებიან სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მედეა კევლიშვილი

potteria.se@gmail.com

+995577979950

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.