სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

პარკი არ მინდა

საქმიანობის შესახებ

საწარმოს მისიაა ცნობიერების ამაღლება და ხელშეწყობა ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებული გამოსავლის პოვნის პროცესში. საწარმო პოპულარიზაციას უწევს მცირე რაოდენობით ნარჩენების ცხოვრების სტილსა და ბიზნეს პრაქტიკას. სოციალური მედიისა და ღონისძიებების საშუალებით, კონსულტაციას უწევს ბიზნესს და მოსახლეობას ნარჩენების შემცირების შესახებ, მონაწილეობს ნარჩენების ცალკეული შეგროვების სისტემის განვითარებაში თბილისსა და ბათუმში და მოსახლეობას სთავაზობს ნარჩენების გადამუშავების სერვისებს.

პროდუქცია/სერვისი

საწარმო ქმნის ტილოს ჩანთებს ხილისთვის/ბოსტნეულისთვის/თხილისთვის. ტილოს ჩანთები უნდა იყოს გამოყენებული არაგადამუშავებადი ცელოფნის ჩანთების ნაცვლად.  საწარმო მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ზომის ჩანთების კომპლექტებს (3 ცალი) და ცალკეულ ჩანთებს. მათ ადგილობრივად ამზადებენ რთულ პირობებში მცხოვრები ქალები ვინტაჟური ქსოვილისგან.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ტატიანა რემნევა
parkiarminda@gmail.com