სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ორბის ბუდე

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო „ორბის ბუდე “-ს შეიქმნა ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე. საწარმოს მიზანია: სოფელ სამშვილდეში (ეთნიკურად სომხებით დასახლებულ თემში) მცხოვრები ახალგაზრდებისა და ქალების ეკონომიკური გაძლიერება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. „ორბის ბუდე “-ს საქმიანობა ორიენტირებულია ხელი შეუწყოს სოფელში ტურიზმის განვითარებას, ახალგაზრდებისა და ქალების ადგილზე დასაქმებას, მათი პიროვნული უნარების გაძლიერებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების მხარდაჭერას, სოფელთან 2 კმ-ით დაშორებული სამშვილდის ისტორიული ნაქალაქარის და სამშვილდის ბუნების ძეგლის პოპულარიზაციას.

სოციალური საწარმოს „ორბის ბუდის“ მისიაა შექმნას ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი, ბუნების მოყვარული და მზრუნველი ერთიანი საზოგადოება, რომელიც ქმნის ჯანსაღ და დაცულ გარემოს, როგოც ფლორისა და ფაუნისათვის, ასევე ადამიანებისათვის. ამისთვის საწარმო ხელს უწყობს სოფელ სამშვილდეში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერას, იქ ჩასული ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, სხვადასხვა სერვისების შეთავაზებას და ბუნების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. ამას, გუნდის წევრები, აღწევენ სხვადასხვა სახის ტურების შეთავაზებით, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობითა და სამშვილდის პოპულარიზების მეშვეობით. 

 

პროდუქცია/სერვისი

ორბის ბუდის ძირითადი სერვისებია:ტურისტული საინფორმაციო/რეკრეაციული ცენტი - რომელიც უზრუნველყოფს ვიზიტორებისათვის ინფორმაციას ზოგადად სოფლის, არსებული კულტურული და ბუნების ძეგლების,ბიომრავალფეროვნებისა და ადგილობრივი კულტურის შესახებ. ასევე ცენტრი შესთავაზებს ვიზიტორებს მიიღონ მონაწილეობა ორგანიზებულ ტურებში (ლაშქრობები ხეობაში, ცხენების და აგრო ტური) და აქვე აღჭურვილობის გაქირავება (ბინოკლები და საბანაკე აღჭურვილობა), გამოფენილი იქნება ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები.ასევე, კვების ობიექტი - უფასო ინტერნეტით, მოწყობილი ეზოთი და ეთნო მენიუთი. სოციალური საწარმო მომხმრებლებს სთავაზობს მასტერ-კლასებს - სომხური ლავაშის ცხობა თონეში, ხორბლის დაბეგვა სპეციალურ ქვაში და ადგილობრივი კერძების მომზადება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ლუსინე დოსტიბეგიანი

orbisbude@gmail.com