სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

My sisters - ჩვენი დები

საქმიანობის შესახებ

“ჩვენი დების” შექმნას წინ უძღოდა დამფუძნებლის სურვილი, ხელი შეეწყო საქართველოს რეგიონებში მცხოვრები იმ ქალებისთვის, რომლებიც ინარჩუნებენ ტრადიციული რეწვის ხელსაქმეს და უნიკალური ტექნიკით ქმნიან სხვადასხვა ნივთს. “ჩვენი დების” სოციალური მისიაა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება ტრადიციული რეწვის სფეროში მათი პოტენციალის მაქსიმალური ათვისებითა და დასაქმების გზით.
სოციალური საწარმო ტრადიციული რეწვის ოსტატებს ეხმარება ხელნაკეთი პროდუქციის განვითარებასა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებაში (კომერციულ ნაწარმად გარდაქმნა). ამავე დროს, მხარს უჭერს ნაწარმის
საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პროცესში.

 

პროდუქცია/სერვისი

€‚ƒსოციალური საწარმო „ჩვენი დები“ მომხმარებელს უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს სთავაზობს, კერძოდ:

  • სხვადასხვა დიზაინის მქონე თექის ხელნაკეთი ოთახის ჩუსტები
  • შალის წინდები ეროვნული ორნამენტებით
  • ხის დეკორაციები
  • ნაქსოვი სუვენირები

 

სოციალური შედეგები

  • გაიზარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (კახეთი,სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი) მცხოვრები შვიდი ქალბატონის შემოსავალი
  • "ჩვენი დებისა" და ქართველი დიზაინერების ჩართულობით განახლდა ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის იერსახე,რამაც უფრო მოთხოვნადი გახადა ნაწარმი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მარია შარშოვა

meetmysisters@gmail.com

+995 599 065 321

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.