სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

მწვანე საჩუქარი

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულმა მეგობრებმა შექმნეს 2017 წელს. ეს იდეა მიემართებოდა გუნდის სურვილს, უფრო მეტად ეზრუნათ გარემოზე და ხელი შეეწყოთ ქვეყანაში ნარჩენების მართვის სწორი მიდგომების დანერგვისთვის. „მწვანე საჩუქრის“ სოციალური მისიაა, გახადოს გარემოზე ზრუნვა ყველასთვის ხელმისაწვდომი. სოციალური საწარმო აგროვებს ქაღალდის ნარჩენს, უზრუნველყოფს მის გადამუშვებას და გადამუშავებული ქაღალდით ქმნის მეორეულ, ეკო-დამზოგავ პროდუქტებს.

 

პროდუქცია/სერვისი

სოციალური საწარმო კორპორატიულ მომხარებლებს სთავაზობს მათ საჭიროებაზე მორგებულ შეთავაზებებს ბრენდირებულ ნივთებსა და საჩუქრების შეფუთვის მომსახურებას.ამასთანავე, “მწვანე საჩუქარი” ორგანიზაციებს სთავაზობს ქაღალდის ნარჩენების შეგროვების სერვისს. სოციალურ საწარმოსთან მეგობრობით, კომპანიებს შეუძლიათ, საკუთარ ოფისებში განათავსონ მწვანე ყუთები და შეაგროვონ ნარჩენი „მწვანე საჩუქართან“ ერთად. დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის საწარმო ნარჩენების შესაგროვებელ ყუთებსა და შეგროვებული ქაღალდის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

ƒ„‚ €…
„მწვანე საჩუქარი“ მომხმარებელს სთავაზობს როგორც პროდუქტს, ასევე მომსახურებას. სოციალურ საწარმოში მზადდება სხვადასხვა სახეობის ეკო-მეგობრული ქაღალდის პროდუქტი, კერძოდ:

  • საკანცელარიო მასალები (კონვერტები, ბლოკნოტები, ფლიპჩარტები, საბეჭდი ქაღალდი, ბროშურები, სავიზიტო ბარათები, ფლაერები და ა.შ)
  • სხვადასხვა ზომის ქაღალდის ჩანთა
  • ღვინის ჩანთები, თასმებით ან ამოკვეთილი სახელურებით
  • მცირე ზომის კოლოფები
  • შესაფუთი ქაღალდი

 

სოციალური შედეგები

  • შეგროვდა და გადამუშავდა 200 ტონამდე მაკულატურა
  • ქაღალდის გადამუშავების შედეგად მოჭრას გადაურჩა დაახლოებით 3400 ხე
  • ჩატარდა 50-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ნარჩენების მართვის თემაზე სასწავლო დაწესებულებებსა და ახალგაზრდულ კლუბებში
  • 150-ზე მეტ მეგობარ (პარტნიორ) ორგანიზაციაში განთავსებულია ქაღალდის შესაგროვებელი მწვანე ყუთები
  • საწარმოში დასაქმებულია 8 ადამიანი (არასრულ განაკვეთზე), ხოლო პერიოდულად დამატებით, საქმდება 10-მდე სტუდენტი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

დაჩი ჯანელიძე

Greengižft.geo@gmail.com

+995 599 329 331

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.