სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

მირაბალდები

საქმიანობის შესახებ

„მირაბალდების“ საქმიანობის ისტორია 2018 წლიდან იწყება. მათი სოციალური მისიაა ძალადობაგამოვლილ ადამიანთა მხარდაჭერა, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.სოციალური საწარმო სამი დომინიკელი აქტივისტი დის სახელობისაა, რომლებიც XX საუკუნეში იბრძოდნენ ძალადობის წინააღმდეგ.

 

პროდუქცია/სერვისი

„მირაბალდები“ ქმნის ბრენდირებულ პროდუქციას, რომელიც მოიცავს პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების გამოსახულებიან სხვადასხვა ნივთს,კერძოდ:

  • უბის წიგნაკები
  • წიგნის სანიშნეები
  • წინდები
  • მაისურები (წინასწარი შეკვეთით)
  • ჩანთები (წინასწარი შეკვეთით)
  • ილუსტრაციები ტილოზე (წინასწარი შეკვეთით)

 

სოციალური შედეგები

  • "მირაბალდების" ძალისხმევით თბილისში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფარში, გაიხსნა მრავალმხრივ აღჭურვილი ბიბლიოთეკა
  • ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდასაჭერად განხორციელდა სხვადასხვა საქველმოქმედო და სასწავლო ღონისძიება
  • განხორციელდა პროექტი "26 მაისის ქალები",რომელიც პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ნინო სალუქვაძე

mirabaldebi@gmail.com

+995 595 79 40 04

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.