სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ლიდერი

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო, სამკერვალო „ლიდერი“ 2016 წელს დაარსდა ქ. გორში. საწარმოს საქმიანობა ვრცელდება შიდა ქართლის ტერიტორიაზე და მისი სოციალური მისიაა შიდა ქართლში მცხოვრები, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირი, შშმ პირი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.) წარმომადგენელ ქალთა გაძლიერება ახალი პროფესიის ათვისებითა და დასაქმების ხელშეწყობის გზით. „ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც შეიმუშავა ტექსტილის ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია. სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებით ქმნის სხვადასხვა პროდუქციას და ხელმძღვანელობს ნულოვანი ნარჩენის პოლიტიკით.

 

პროდუქცია/სერვისი

2019 წლიდან სოციალურმა საწარმომ დაიწყო ბავშვის სამოსის წარმოება. მისი ხაზი „Leader Kids“, დახვეწილი დიზაინითა და სასიამოვნო ფერთა სინთეზით ქმნის 2-12 წლის ბავშვის ტანსაცმელს.

ტანსაცმელი მზადდება ბუნებრივი მასალისაგან, ხოლო სამოსზე დატანილი დაქარგული გამოსახულებები შემეცნებით ხასიათს ატარებს და ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ განვითარებას.

 

სოციალური შედეგები

  • საწარმოში დასაქმებულია სხვასახვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი 26 ქალი, მათ შორის 1 შმმ პირი
  • გადამზადებულია და ახალი პროფესია ათვისებული აქვს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოწყვლადი ჯგუფის 214 ქალს, საიდანაც 86 უკვე დასაქმებულია (ნაწილი - ლიდერსა და სხვა ფაბრიკაში; უმრავლესობა კი თვითდასაქმებულია)
  • საწარმოს ფინანსური ხელშეწყობით, 3 ახალგაზრდას დაუფინანსდა უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ნინო გიორგაძე

leaderkids.ge@gmail.com

+995 595 908 691

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.