სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ლატლიიშდ

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო “ლატლიიშდ”-ის მისიაა ადგილობრივი ქალების ეკონომიკური გაძლიერება და ტრადიციული სვანური რეწვის აღდგენა-პოპულარიზაცია.საწარმოს მიზნები მოიცავს მოწყვლადი ჯგუფების (ქალების იგპ, შშმპ, ახალგაზრდები) ეკონომიკურ გაძლიერებასა და დასაქმებას. საწარმოს საქმიანობა მიზნად ისახავს ტრადიციული რეწვის სხვადასხვა დარგების შენარჩუნება-განვითარებას, ტრადიციული რეწვის ოსტატების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას,თემის ახალგაზრდებისთვის შეხვედრების უფასო სივრცის შექმნასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.საწარმო ემსახურება ძველი ტრადიული/ მივიწყების გზაზე მყოფი ხელსაქმეებისა და დიზაინების აღდგენას.

 

პროდუქცია/სერვისი

საწარმო ქმნის სხვადასხვა ტიპის პროდუქციას, მათ შორის: ჰუდი, ჰუდი ელვა შესაკრავით, მაისური, გრძელ მკლავიანი მაისური,ტილოს ჩანთა - სასურველი ნაქარგითა და სვანური ორნამენტების ხაზით. საწარმო,ასევე, ამზადებს მოქარგულ საყელოებს, სვანურ საპონს, სვანურ მარილს, სვანურ ქუდებს (სუვენირების სახით), მაგიდის გადასაფარებლებსა და ტილოს ხელსახოცებს. 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მადონა წერედიანი

madonatserediani@gmail.com