სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

კომლი

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო კომლი არის სათემო სივრცე, სადაც შესაძლებელია ფიქრი, დაკვირვება, კვლევა, მუშაობა და ახალი ცოდნის თანა-შექმნა. კომლი ცდილობს ინდივიდზე ორიენტირებული ზრუნვის ფოკუსი საზოგადოებრივი ზრუნვისკენ მიმართოს და ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვა - გარემოზე და ადამიანზე ორიენტირებულ ზრუნვად აქციოს. თანაშექმნის სივრცე არის მუდმივად შექმნის პროცესში მყოფი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ცდილობს ცოდნა გაათავისუფლოს აკადემიური ჩარჩოებიდან და ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი სამეზობლოებისთვის, სადაც ამის შესაძლებლობა ნაკლებად არსებობს. თანაშექმნის სივრცეში სტუმრები იზიარებენ „თემთან ერთად“ პრინციპს, რაც გულისხმობს მათი საქმიანობისა და აღმოჩენების შესახებ ცოდნის ადგილობრივი თემის წევრებისთვის გაზიარებას და გაცნობას. ამ იდეებზე დაყრდნობით, თანაშექმნის სივრცე ღიაა ადგილობრივი თემის წევრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მკვლევრებისთვის, არტისტებისთვის და ორგანიზაციებისთვის, ვისაც სურს სივრცე გამოიყენოს: შეხვედრებისთვის, კონსულტაციებისთვის, იდეების განხორციელებისთვის და დასვენებისთვის. კომლის, როგორც სოციალური საწარმოს მისიაა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყოს ხელი.

 

პროდუქცია/სერვისი

“კომლი” ძირითადად ორიენტირებულია სერვისების შეთავაზებაზე, როგორიცაა ახალგაზრდული სივრცეები, დასარჩენი ადგილი, ქეითერინგი, ტრენინგები, ფასილიტაცია და მენტორინგი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ნინო ქოთოლაშვილი

nino.kotolashvili.2@iliauni.edu.ge