სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

კაფე მზიური

საქმიანობის შესახებ

2016 წელს, ა(ა)იპ „მზიანის“ პროექტ „ახალი მზიურის“ ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის უპრეცედენტო მხარდაჭერით, შეიქმნა სოციალური საწარმო „მზიურის კაფე“, რომლის ფარგლებში სრულიად განახლდა და აღიჭურვა კაფეს ისტორიული შენობა და მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს ამფითეატრს და ბავშვთა სათამაშო მოედანს. „მზიურის კაფის“ სოციალური მისიაა, შექმნან ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომი კაფე, რომელიც არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების მხარდამჭერი და ინიციატორი.

 

პროდუქცია/სერვისი

„მზიურის კაფე“ მომხმარებელს სთავაზობს:

  • სრულად ადაპტირებულ სოციალურ კაფეს ქალაქის ცენტრში, რეკრეაციულ ზონაში
  • კვების მიწოდების სერვისს სხვადასხვა ღონისძიებაზე
  • შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილ, ღონისძიების გასამართ ადაპტირებულ სივრცეს

 

სოციალური შედეგები

  • საწარმოში დასაქმებულია 16 პირი
  • არსებობის მანძილზე "მზიურის კაფემ" 90 000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა
  • პროექტ "ახალი მზიურის" ფარგლებში გაიმართა 500-ზე მეტი შემეცნებითი ღონიძიება
  • მიღებული შემოსავლებით დაფინანსდა სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები,რომელიც მზიურს ნებისმიერი შესაძლებლობის ადამიანებისათვის, ურთიერთობის, შემოქმედებისა და შემეცნების სივრცედ გადააქცევდა და ამგვარად მზიურის იდეის მიმართ გაზრდიდა საზოგადოებრივ ინტერესს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ანა გოგუაძე

cafemziuri@gmail.com

+995577687575

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.