სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ისტორიალი

საქმიანობის შესახებ

“ისტორიალი” 2012 წელს ჩამოყალიბდა, როგორც სოციალური ბიზნესი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში მოქმედი პროგრამის ფარგლებში. მათი სოციალური მისიაა ქართული კულტურის, მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის სექტორის ეკონომიკური მდგრადობის
ხელშეწყობა და ცნობადობის ამაღლება.დღესდღეობით „ისტორიალი“ უკვე
წარმატებული და ცნობილი ბრენდია, რომლის პროდუქციასაც ხშირად ჩუქნიან სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებსა თუ საპატიო სტუმრებს.

 

პროდუქცია/სერვისი

„ისტორიალში“ საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის თემატიკის გარშემო იქმნება გამოყენებით-დეკორატიული და სასაჩუქრე პროდუქცია. “ისტორიალის” პროდუქციის ჩამონათვალში რამდენიმე ხაზია, კერძოდ:

  • ქალისა და მამაკაცის სამკაული
  • მცირე დეკორატიული ქადაკებები
  • სუფრის აქსესუარები
  • საოფისე აქსესუარები
  • ისტორიულ-დეკორატიული თასების ასლები

“ისტორიალის” კოლექცია 200-მდე ნივთს აერთიანებს, რომლებიც შექმნილია ლითონმქანდაკებლობის (ვერცხლი, თითბერი, ბრინჯაო), კერამიკისა და ტექსტილზე ბეჭდვის ტექნოლოგიებით.

 

სოციალური შედეგები

  • "ისტორიალში" დასაქმებულია 25-მდე ოსტატი,რომლებიც ემსახურებიან კოლექციის შექმნას
  • მიღებული შემოსავლით მნიშვნელოვნად განვითარდა ტრადიციული რეწვის სექტორი
  • განხორციელდა სხვადასხვა პროექტი მიმართული საქართველოს კულტურის შესახებ
  • განხორციელდა სხვადასხვა პროექტი მიმართული საქართველოს კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ
  • კულტურის სექტორში გაჩნდა ბიზნეს მიდგომა,რომელიც ხელს უწყობს სფეროს მდგრადობას გრძელვადიან პერსპექტივაში

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მოლი თოფურიძე

info@istoriali.ge

0 32 2 921 335

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.