სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

იკორთა

საქმიანობის შესახებ

“იკორთა” ტიხრული მინანქრის სახელოსნოა, რომელმაც საქმიანობა 2011 წელს დაიწყო წეროვნის დევნილთა და სახლებაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ. მათი სოციალური მისიაა წეროვნის დევნილთა დასახლებაში
მცხოვრები პირების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.ადგილობრივი ქალების მიერ ჩადებული მცირე ინვესტიციით შექმნილი სოციალური საწარმო დღეს უკვე წარმატებულ მინანქრის სახელოსნოს წარმოადგენს, რომელიც დევნილთა დასახლებაში ქმნის სამოქალაქო და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.
„იკორთას“ მიერ შექმნილ პროდუქციაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ტრადიციული ორნამენტები და თანამედროვე ტენდენციები.

 

პროდუქცია/სერვისი

“იკორთას” ტიხრული მინანქრის სახელოსნოში ძველი ქართული ტექნოლოგიის გამოყენებით მზადდება სხვადახვა სახეობის სამკაული და აქსესუარი,კერძოდ:

  • ბეჭედი
  • საყურე
  • გულსაკიდი
  • პერანგის სამაგრი
  • ბროში
  • სამაჯური

კორპორატიული მომხმარებლებისთვის, წინასწარი დაკვეთით, შესაძლებელია, სხვადასხვა ნივთზე მინანქრის დეტალის დატანა, რომელიც ნივთს განსაკუთრებულ იერსახეს ანიჭებს.

გარდა პროდუქციისა, 2014 წლიდან სახელოსნო დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მინანქრის მასტერკლასს „შექმენი შენი საკუთარი“.

 

სოციალური შედეგები

  • საწარმოში დასაქმებულია 10 იძულებით გადაადგილებული პირი,რომელთათვისაც დასაქმების ალტერნატიული ადგილები მიუწვდომელია
  • დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება მზარდია და შეესაბამება ადგილობრივი ბაზრის ტენდენციებს
  • საწარმოდან მიღებული მოგებით დამფუძნებელი ორგანიზაცია "უკეთესი მომავლისთვის" ახორციელებს პროფესიული გადამზადების კურსებსა და სხვადასხვა აქტივობას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ნანა ჩქარეული

ikortainfo@gmail.com

+995 599 410 250

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.