სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

გუმბათი

საქმიანობის შესახებ

“გუმბათი“ ფორმალური და არაფორმალური განათლების კერაა სოფელი
გუმბათისა და ზემო წალკის სხვა სოფლების მოსახლეობისთვის, რომელიც
2016 წელს შეიქმნა. მისი შექმნის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ხარისხიანი განათლება და გვერდიგვრდ მცხოვრებ მოსახლეობას ერთმანეთის გაცნობისა და დამეგობრების შესაძლებლობა ჰქონოდათ.
“გუმბათის” სოციალური მისიაა წალკის მუნიციპალიტეტის მრავალფეროვანი მოსახლეობის დაახლოვებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა და ამ გზით დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა.

 

პროდუქცია/სერვისი

“გუმბათი” ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო მომსახურებას სთავაზობს. კერძოდ:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების მომზადება
  • დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის გახანგრძლივებული სწავლება
  • ინგლისური ენის კურსები
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები

 

სოციალური შედეგები

  • საწარმოში დასაქმებულია 6 ადგილობრივი ქალი
  • 550-მდე განხორციელებული აქტივობა/ღონისძიება,რომლებშიც ჩართული იყვნენ როგორც ქართულენოვანი, ასევე არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები
  • "გუმბათის" ხელშეწყობით 15-მა მასწავლებელმა წარმატებით ჩააბარა მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდა, ხოლო 65-მა აბიტურიენტმა - ერთიანი ეროვნული გამოცდები
  • 10-მა მასწავლებელმა გაიარა საოფისე პროგრამების კურსი
  • წალკის მუნიციპალიტეტის 15-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო ერასმუსის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ირა ძირკვაძე

gumbati2016@gmail.com

irad5753@gmail.com

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.