სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

გლობალ ეკო პროჯექტ ჯორჯია ბიომეურნეობის ჰაბი

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმოს მისიაა გარემოს დაცვა, ნიადაგის და წყლის მენეჯმენტი და საგანმანათლებლო, სადემონსტრაციო ბიომეურნეობების ეფექტიანი მართვა. საწარმო მიზნად ისახავს  ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, ელექტროენერგიისა და გაზის დაზოგვას, თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით და საზოგადოების ინფორმირებას; ფერმერთა საჭიროებების კვლევას და მათი პრობლემების ეფექტიან გადაჭრას; სოფლად ახალგაზრდების მიგრაციის შესუსტებას; ასევე, უმუშევრობის მაღალი დონის შესუსტებას.საწარმოს მიზანია ჯანსაღი პროდუქტის სიმცირის გამოსწორება, მოწყვლადი ჯგუფების გადამზადება და დასაქმება და ერთგვაროვანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა.

ბიო პროდუქტების მოყვანის ტექნოლოგიების სწავლებით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით,საწარმო ხელს უწყობს გარემოს დაცვითი ღონისძიებების პოპულარიზაციას. გარდა იმისა რომ ბიო ტექნოლოგიები ხასიათდება გარემოს დამცავი ფუნქციით და ჯანსაღი პროდუქტის შექმნით, ასევე ეს არის ფერმერის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობა. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს და დანერგავს სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში, აღნიშნულ ტექნოლოგიებს, მით უფრო მეტად აისახება დადებითი შედეგი რეგიონის სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეს აიხსნება იმით, რომ ენერგო დამზოგავი ტექნოლოგიებით, ენერგიის განახლებადი რესურსების გამოყენებით და ბიო ტექნოლოგიების საშუალებით, შესაძლებელია ნაკლები დანახარჯით მაღალი ხარისხის და საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული პროდუქტების მიღება, რომელთა რეალიზაციაც გაცილებით მაღალ ფასში არის შესაძლებელი და გლობალურ ბაზარზეც, მათზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტრენინგები ქარის მზისა და წყლის რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც გარემოს დაცვის ასევე ბიზნესის ეკონომიკური სარგებლიანობის ამაღლების თვალსაზრისით.

 

პროდუქცია/სერვისი

საწარმოს პროდუქცია მოიცავს შავი ჩერის (ანტოციანინით) სავსე პროდუქტს და სხვადასხვა ბიო წესით მოყვანილი გემრიელ ბეიბი სალათებს, რომლებიც სავსეა მულტივიტამინებით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

გურამ დევიძე
organicagriculturalhub@gmail.com