სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ფარშევანგი

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო “ფარშევანგი” 2014 წელს დაფუძნდა ქ. ქუთაისში. საწარმო ქვილინგის ტექნიკის გამოყენებით მრავალფეროვან პროდუქციას ქმნის და სწორედ, შემოქმედებითი მიდგომაა გუნდის მთავარი მახასიათებელი.“ფარშევანგის” პროდუქცია ყოველთვის გამოირჩევა ნათელი ფერებითა და საინტერესო დიზაინით. “ფარშევანგის” სოციალური მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამუშაო ადგილების შექმნითა და დასაქმებით.

 

პროდუქცია/სერვისი

სოციალური საწარმო მომხმარებლებს ქვილინგის ტექნიკით დამზადებულ პროდუქციას და ინკლუზიური განათლების დამხმარე მასალებს სთავაზობს. კერძოდ:

  • მისალოცი ბარათები (საახალწლო, საქორწილო, საბავშვო, სხვადასხვა სადღესასწაულო)
  • სასაჩუქრე ყუთები და მოსაწვევები
  • სუვენირები
  • განმავითარებელი სახელმძღვანელოები ინკლუზიური განათლებისთვის

კორპორატიული მომხმარებლისთვის "ფარშევანგის" გუნდს მათ მოთხოვნებზე მორგებული პროდუქციის შეთავაზება შეუძლია.

 

სოციალური შედეგები

  • სოციალური საწარმო,ამ ეტაპზე, ასაქმებს 11 ადამიანს, რომელთა ნაწილი მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელია
  • ქვილინგის შემსწავლელი უფასო კურსების მეშვეობით, საწარმოში 59-მა პირმა შეისწავლა მისალოცი ბარათებისა და სუვენირების დამზადება

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ფერიდე ლორია

farshevangi1@gmail.com

+995 591 646 425

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.