სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ეთნოდიზაინი

ეთნოდიზაინის აუდიო-გაიდი

საქმიანობის შესახებ

სოციალური მაღაზია „ეთნოდიზაინი“ წარმოადგენს კონცეპტუალურ მაღაზიას, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს. იგი თავს უყრის თბილისსა და რეგიონებში ტრადიციული რეწვის 250-მდე ოსტატის მიერ შექმნილ მაღალი ხარისხის ხელნაკეთ პროდუქციას. „ეთნოდიზაინის“ სოციალური მისიაა ტრადიციული რეწვის ოსტატების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მათი პროდუქციის ხარისხისა და დიზაინის განვითარებითა და გაყიდვების ხელშეწყობით. თბილისში მდებარე მაღაზია მალე გახდა ცნობილი და მიაღწია ფინანსურ მდგრადობას. შედეგად, 2017 წელს ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიხსნა „ეთნოდიზაინის“ კიდევ ერთი სოციალური მაღაზია, ამან კი ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის გაყიდვები 3-ჯერ გაზარდა.

 

პროდუქცია/სერვისი

“ეთნოდიზაინში” წარმოდგენილი პროდუქცია აერთიანებს ქართულ ტრადიციულ და, ამავე დროს, ინოვაციურ ელემენტებს, რომლებიც მორგებულია თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს. ადგილზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი და გემოვნებიანი პროდუქცია, კერძოდ:

  • ქალისა და მამაკაცის აქსესუარები
  • საყოფაცხოვრებო ნივთები
  • სამკაული
  • ინტერიერის აქსესუარები
  • სამოსის აქსესუარები
  • ტრადიციული იარაღი
  • ხალიჩა/ფარდაგები
  • სუვენირები

 

სოციალური შედეგები

  • ეთნოდიზაინის ჩართულობით შეიქმნა ნამუშევრების ახალი კოლექციები
  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაუმჯობესდა სახელოსნოების ინფრასტრუქტურა
  • გაიზარდა ტრადიციული ხელსაქმის შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობა
  • ეთნოდიზაინის მაღაზიებში პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ოსტატების ყოველთვიური შემოსავალი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ირინა მანია

info@crafts.ge

+995 598 722 937

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.