სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

დედიკო

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო „დედიკო“ ფონდი კონსტანტას ახალი პროექტია, რომელმაც ფუნქციონირება 2021 წელს დაიწყო და მარტოხელა დედების მხარდაჭერისკენაა მიმართული. „დედიკოს“ სოციალური მისიაა საქართვე-
ლოში მცხოვრები მარტოხელა დედებისა და მათი შვილების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება დასაქმებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

პროდუქცია/სერვისი

სოციალური საწარმო „დედიკო“ მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალისგან შეკერილ სხვადასხვა პროდუქტს. ჩამონათვალშია:

  • ბავშვისა და მოზრდილის ჩანთები
  • ზურგჩანთები
  • შარფები
  • სადღესასწაულო და ყოველდღიური მოხმარების სუფრები

„დედიკო“ პროდუქციის შექმნისას იყენებს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალებს, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს და მოპოვებულია ყველა საჭირო პროცედურის დაცვით.

 

სოციალური შედეგები

  • სოციალურ საწარმოში გადამზადება გაიარა და კერვისათვის საჭირო უნარ-ჩვევები შეიძინა ოთხმა მარტოხელა დედამ.
  • დასაქმებულ პირთა ანაზღაურება შეესაბამება შრომის ბაზრის განაკვეთს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ლიკა ჭიბოშვილი

tamar.lebanidze@constantafoundation.ge

+995 599 556 337; +995 599 303 434

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.