სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

დადარი

საქმიანობის შესახებ

“დადარი” 2018 წელს შეიქმნა. იგი წარმოადგენს შრომითი ინტეგრაციის სოციალურ საწარმოს, რომელშიც დასაქმებული არიან სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები. მათი სოციალური მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალიზაციისა და დასაქმების ხელშეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მხარდამჭერი იქნება თანასწორუფლებიანი და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.დღესდღეობით “დადარი” ნიშნავს ერთობლივ საქმიანობაში ჩართულ ძლიერ, შემოქმედებით და ერთიან გუნდს, რომელიც ბავშვებისათვის ქმნის მნიშვნელოვან და მაღალხარისხიან პროდუქტს – ხის სათამაშოებსა და ნაკეთობებს.

 

პროდუქცია/სერვისი

სოციალური საწარმო “დადარი” მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებსა და ნაკეთობებს. ჩამონათვალშია:

  • მოტორიკის განმავითარებელი სათამაშოები
  • სასწავლო-საგანმანათლებლო (შემეცნებითი) სათამაშოები
  • კოლექციის სათამაშოები (ცხოველთა და ფრინველთა სამყარო, დინოზავრები და ა.შ)
  • ასაწყობი კუბიკები
  • ფაზლები

კორპორატიულ მომხმარებელს დადარი სთავაზობს:

  • ექსკლუზიურ ხარისხს
  • პროდუქტის პერსონალიზებას
  • ბრენდირებას
  • OEM (ORIGINAL EQUIPMENT MANUFCATURER)

წარმოებაში გამოყენებული მასალები უვნებელია ბავშვებისთვის და შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს (DIN EN71). დამატებით, პროდუქცია დამზადებულია ძვირფასი ხის ჯიშებისგან და დაფარულია სპეციალურად სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა ცვილით, ზეთებით, ლაქითა და საღებავებით.

 

სოციალური შედეგები

  • საწარმოში სპეციალური საჭიროების 10-მა პირმა გაიარა პროფესიული გადამზადება,რომლის შემდეგაც 5 ადამიანი დასაქმდა საწარმოში
  • საწარმოში პროფესიული მომზადება გაიარა და დასაქმდა 5 იძულებით გადაადგილებული პირი საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან
  • საწარმოში დასაქმებული ყველა პირი იღებს ადგილობრივ საბაზრო ნიხრებთან შესაბამის შრომით ანაზღაურებას
  • 2021 წლის სოციალური მეწარმეობის ფორუმზე "დადარმა" მოიპოვა წოდება "წლის სოციალური საწარმო 2021"

 

საკონტაქტო ინფორმაცია

არჩილ გობეჯიშვილი

info@dadari.ge

+995 599 45 63 63

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.