სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ჩუ

საქმიანობის შესახებ

„ჩუ“ არის ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმო, რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას. “ჩუს” სოციალური მისიაა სმენის
შეზღუდვის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ჟესტური ენის პოპულარიზაციის გზით.

 

პროდუქცია/სერვისი

"ჩუ" ქმნის სამაგიდო თამაშებს,რომლებიც აგებულია ყველასთვის საყვარელი ძველი თამაშების პრინციპებით და ხელს უწყობს ჟესტური ენის მარტივად დასწავლასა და მეხსიერების განვითარებას.

თამაში რეკომენდირებულია 6 წლიდან ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

კორპორატიულ დამკვეთებს სოციალური საწარმო სთავაზობს არსებული სამაგიდო თამაშების მოდიფიცირებას - სიტყვებისა და დიზაინის შერჩევას მათი ინტერესებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს საწარმოს წარმომადგენლები სთავაზობენ სამაგიდო თამაშების შეჯიბრის მოწყობის სერვისს ინსტრუქტორის თანხლებით.

 

სოციალური შედეგები

  • საპილოტე რეჟიმში 200-ზე მეტმა ადამიანმა ითამაშა "ჩუს" სამაგიდო თამაშებით,რამაც ხელი შეუწყო ჟესტური ენის პოპულარიზაციას
  • შექმნის დღიდან გაიყიდა 600-მდე სამაგიდო თამაში
  • ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით "ჩუმ" მოაწყო 500+ ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

 

საკონტაქტო ინფორმაცია

სალომე წიქვაძე

chu.social@gmail.com

+995 568 610 330

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.