სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ჩირიგე

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო „ჩირიგე“ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში მოქმედი საწარმოა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. საქმიანობის დასაწყებად საწყისი ფინანსებისა და მხარდაჭერის მოპოვება დამფუძნებლებმა ევროკავშირისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიისგან შეძლეს. “ჩირიგეს” სოციალური მისიაა ინოვაციური მიდგომებით ინკლუზიური სოფლის მოდელის შექმნა, სადაც მხარდაჭერილია მოწყვლადი ჯგუფის წევრთა დასაქმება, რესოციალიზაცია და მიღებული მოგებით ადგილობრივი თემისთვის პრიორიტეტული პრობლემების მოგვარება.

 

პროდუქცია/სერვისი

სოციალური საწარმო მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ პროდუქციასა და ხის ნაკეთობებს.“ჩირიგე” ყოველგვარი დანამატების გარეშე მოყვანილი ხილისაგან ეკოლოგიურად სუფთა ჩირს აწარმოებს. ასორტიმენტშია შემდეგი სახეობები:

  • ნესვი
  • ფორთოხალი
  • ქლიავი
  • ხურმა
  • ატამი
  • ვაშლი

სოციალური საწარმო ასევე ამზადებს ხის სხვადასხვა ნაკეთობას. ჩამონათვალშია:

  • ხის ფანერისგან დამზადებული სასაჩუქრე ყუთები
  • სხვადასხვა სახის სათამაშოები, სუვენირები, აქსესუარები

 

სოციალური შედეგები

  • ამჟამად, საწარმო ასაქმებს აფხაზეთიდან დევნილ 3 ქალს
  • სოციალური საწარმოდან მიღებული შემოსავლებით ფინანსდება სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიება

 

საკონტაქტო ინფორმაცია

გვანცა კიკალეიშვილი

gvancakikaleishvili@gmail.com

oliskuri2017.org@gmail.com

+995 558 111 231

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.