სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ბებიას

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო „ბებიას” დაფუძნდა 2018 წლის 7 სექტემბერს. „ბებიას” ქართული ბრენდია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბებიებსა და საზოგადოების დანარჩენ ნაწილს და სიმბოლურია, რომ ეს კავშირი ბებიის მოქსოვილი ყველაზე თბილი პროდუქტით მყარდება. „ბებიას” სოციალური მისიაა ხანდაზმული ადამიანების და განსაკუთრებით ქალბატონების - ბებიების გაძლიერება მათი ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად.
სოციალური საწარმო სახლში მყოფ ბებიებს საშუალებას აძლევს, მიიღონ დამატებითი შემოსავალი საყვარელი ხელსაქმით, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის მაღალი ხარისხის თბილ და ეკომეგობრულ პროდუქტს.

 

პროდუქცია/სერვისი

„ბებიას” მომხმარებელს სთავაზობს ბებიების ხელით, 100%-ით ნატურალური ქართული შალით მოქსოვილ ქუდებსა და სხვა აქსესუარებს. ჩამონათვალშია:

  • ქუდები
  • წინდები
  • ხელთათმანები

ქუდები გათვლილია როგორც საცალო, ისე კორპორატიულ გაყიდვებზე.
სურვილისამებრ, კორპორატიული სერვისის სახით, „ბებიას” მომხმარებელს სთავაზობს ბრენდირებული იარლიყების დამზადებასა და ქუდებზე განთავსებას.

 

სოციალური შედეგები

  • სოციალურ საწარმოში ბრენდის ქუდებს, ამჟამად, რეგულარულად, ოცამდე მქსოველი ბებია ქმნის.
  • კათარზისიდან დასაქმებულ ბებიებს, რომლებსაც უკიდურეს სიღარიბეში უწევთ ცხოვრება, გაუჩნდათ დამატებითი შემოსავალი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაუბრუნდათ ცხოვრებისეული შემართება.
  • სოციალურ საწარმოს წვლილი შეაქვს გარემოსდაცვითი მიმართულებით. ქუდები, სპეციალურად საწარმოსთვის დამზადებული, 100%-ით ნატურალური თუშური შალით იქსოვება, რომელთა ნაწილი უკვე 100%-ით ბუნებრივი საღებავით არის შეღებილი. ეს კი ამცირებს რეცხვის დროს მიკროქსოვილების გამოყოფას, რაც სინთეტიკური ტანსაცმლის შემთხვევაში გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ უდიდეს წყაროს წარმოადგენს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

გიორგი ნოზაძე

info.bebias@gmail.com

+995 577 273 090

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.