სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ბაბალე

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო “ბაბალე” 2014 წელს შეიქმნა "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" მიერ. მათი სოციალური მისიაა ინტელექტუალური დარღვევებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების, დასაქმებისა და მათი ოჯახების გაძლიერების გზით. შემოქმედებითი სივრცე
აერთიანებს სამხატვრო სახელოსნოს - სასწავლო და სამუშაო პროცესისთვის და მაღაზია-სალონს, სადაც მომხმარებელს “ბაბალეში” შექმნილი პროდუქციის შეძენა შეუძლია. შემოქმედებითი იდეების ავტორები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც აქტიურად ერთვებიან “ბაბალეს” ყოველდღიურ საქმიანობაში

 

პროდუქცია/სერვისი

“ბაბალე” კრეატიული დიზაინით დამზადებული ხის, ტექსტილისა
და კერამიკის პრაქტიკული და დეკორატიული ნივთების ფართო
არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. ჩამონათვალშია:

  • წინდები
  • სამზარეულოს აქსესუარები
  • ნაჭრის ჩანთები
  • ინტერიერის დეკორატიული და პრაქტიკული ნივთები
  • სადღესასწაულო ნივთები და აქსესუარები

კორპორატიულ მომხმარებლებს სოციალური საწარმო სთავაზობს მათ მოთხოვნაზე მორგებულ პროდუქციას-ბრენდირებულ ჩანთებს, საოფისე ნივთებსა და სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრებს.

 

სოციალური შედეგები

  • "ბაბალეს" 20 მოზარდი ბენეფიციარიდან 5 დასაქმდა სხვადასხვა ადგილზე, ხოლო დანარჩენი პროფესიულ სასწავლებელში აგრძელებს სწავლას.
  • სოციალურ საწარმოში დასაქმებულია 16 ადამიანი, მათ შორის 6-შმმ პირი, 5 შმმ პირის მშობელი და ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი.
  • ბავშვთა ინკლუზიურ სამხატვრო სტუდიაში 21 მოზარდს შორის 7 შმმ პირს შესაძლებლობა აქვს, უფასოდ ისარგებლოს ხატვის შემსწავლელი კურსით

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ლია ტაბატაძე

babaleinfo@gmail.com

+995591974351

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.