სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ანინა

საქმიანობის შესახებ

,,ანინა" შშმ ბავშვების სერვისის მიმწოდებელი ირგანიზაციის ,,მზის შვილები"-ს ბაზაზე არსებული სოციალური საწარმოა. საწარმოს მისია და მიზნები  შშმ ბავშვების მშობლებისთვის  თანაბარი პირობების შექმნა და მათი შესაძლებლობების რეალიზება პროფესიული გადამზადების, დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების გზით.

 

პროდუქცია/სერვისი

საწარმოს პროდუქცია მოიცავს: ყოველდღიური მოხმარების ტანსაცმელს, სამზარეულოს აქსესუარებს, თეთრეულს, ნაჭრის ჩანთებს, სადღესასწაულო ნივთებსა და აქსესუარებს. 

ანინა" -მ დაარსებისთანავე შესანიშნავი სტარტი აიღო, თუმცა რანდენიმე თვეში დაიწყო კოვიდპანდემია. საწარმომ დაიწყო ნიღბების კერვა და ამარაგებდა სახელმწიფო და კერძო სექტორებს (თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სამსახური, ეროვნული ბანკი,  სასამართლო,  ფსიქიატრიული საავადმყოფოების ქსელი, ფოთის ნავსადგური,  ნორვეგიის საელჩო, სავაჭრო ქსრლი გორგია და სხვა). პანდემიის დასრულების შემდეგ საწარმომ თანამშრომლობა განაგრძო ნორვეგიის საელჩოსთან და სავაჭრო ქსელთან ,,გორგია". საწარმო კორპორატიულ დაკვეთების პარალელურად მუშაობს კერძო პირებთანაც.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ინგა ლოლაძე

aninaanina2019@gmail.com