სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

აგამა

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო „აგამა“ 2017 წელს დაფუძნდა ფონდი „აფხაზინტერკონტინენტის“ მიერ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში. მათი სოციალური მისიაა იმერეთის რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანის მიზნით. „აგამა“ სამიზნე ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომს ხდის პროფესიულ განათლებას და ხელს უწყობს სამეწარმეო უნარჩვევების განვითარებას, რათა დამოუკიდებლად შეძლონ საქმიანობის წამოწყება. ამასთანავე, სოციალური საწარმო ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებასა და გადამუშავების სფეროში.

 

პროდუქცია/სერვისი

€‚სოციალური საწარმო მომხმარებელს სთავაზობს სასათბურე მეურნეობაში მოყვანილ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას,კერძოდ:

  • მარწყვი
  • მარწყვის კომპოტი
  • მარწყვის მურაბა
  • მარწყვის ჯემი
  • მთის თაფლი

 

სოციალური შედეგები

  • სოციალურ საწარმოში დასაქმებულია სამიზნე ჯგუფის 6 წარმომადგენელი
  • "აგამაში" სამიზნე ჯგუფის 70-მდე წარმომადგენელმა გაიარა პრაქტიკული სწავლების კურსი. მათ შორის 10 პირი დასაქმდა სოციალური საწარმოს ხელშეწყობით, ხოლო დანარჩენმა წამოიწყო საკუთარი საქმიანობა
  • 50-მდე სტუდენტმა სოციალურ საწარმოში გაიარა პრაქტიკული სწავლების კურსი და ამჟამადაც საწარმოო სტაჟირებას გადიან ახალგაზრდა იძულებით გადაადგილებული პირები

 

საკონტაქტო ინფორმაცია

არჩილ ელბაქიძე

Archil_Elbakidze@yahoo.com

(0431) 26 48 61; +995 579 104 416; +995 599 170 805;
+995 597 979 529

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.