სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

7R

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო “7R” 2020 წლის 7 აგვისტოს დაფუძნდა ზუგდიდში. მათი სოციალური მისიაა, გარემოს დაცვა საქართველოში მდგრადი მოდის დამკვიდრებითა და ჩვენ ირგვლივ ქსოვილების ნარჩენების შემცირების გზით. „7R-ის“ გუნდი თავისი ყოველდღიური საქმიანობით ცდილობს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას გარემოსდაცვით საკითხებზე, მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვასა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობას. გრძელვადიან პერსპექტივაში დამფუძნებლები მიზნად ისახავენ ზუგდიდში მულტიფუნქციური სივრცის შექმნას, სადაც განთავსდება სხვადასხვა სახელოსნო, ნულოვანი ნარჩენის მაღაზია, კაფე, საერთო სამუშაო სივრცე და ნარჩენების დახარისხების კუთხე.

 

პროდუქცია/სერვისი

სოციალური საწარმოს სახელოსნოში ქსოვილის ნარჩენების აღდგენით და ხელახალი გამოყენებით იქმნება ახალი, ფუნქციური ტანსაცმელი, დეკორაციები და აქსესუარები. კერძოდ:

  • ქსოვილისა და ტყავის აქსესუარები
  • ჩანთები
  • დეკორატიული ნივთები ინტერიერისთვის
  • სადღესასწაულო დროშები

 

სოციალური შედეგები

  • 1.7 ტონა შეგროვებული ქსოვილები
  • წყლის რესურსების დაზოგვა და ნაგავსაყრელზე ნარჩენის შემცირება
  • 200 კგ შეგროვებული ტყავის ნარჩენები

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მარინა ბენდელიანი

7rgeorgia@gmail.com

+995 555 507 383

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.